ფეხბურთი

22:36 | 2.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "იუვენტუსში" ვნახე კედელი, რომელიც მოძრაობს, "ნაპოლიში" ასეთი არ იყო"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ანტონიო კონტეს განცხადებას უპასუხა და მას დაეთანხმა კიდეც.

კონტემ აღნიშნა, რომ „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ სტრუქტურულად „ნაპოლიზე“ წინ არიან, რაც „იუვეს“ თავკაცმა, რომელსაც „ნაპოლიშიც“ უმუშავია, არ უარყო:

„ვიტყვი, რომ კონტე მართალია, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით, არაფერი მაქვს შესაშური მისი გუნდის მიმართ, ჩემს გუნდს ყველანაირი რესურსი, რომ ყველას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. სტრუქტურის თვალსაზრისითაც, კონტე კიდევ ერთხელ მართალია, რადგან როდესაც „იუვენტუსში“ მოვედი, ვნახე საჯარიმო დარტყმებზე სავარჯიშოდ კედელი, რომელიც მოძრაობს, ხოლო „ნაპოლიში“ რომ ვმუშაობდი, იქ იყო კედელი, რომელიც არ მოძრაობდა, შესაბამისად, ჩვენ სტრუქტურულადაც წინ ვართ“, - თქვა სპალეტიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.102308