ფეხბურთი

22:53 | 2.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "საჯარიმოში წაქცევას აზრი არ აქვს, პენალტს აღარ გვინიშნავენ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა 2026 წლის პირველ შეხვედრაში „ლიდს იუნაიტედთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო მსაჯობით და თქვა, რომ მატჩის ბოლო წუთზე ფედერიკო კიეზას წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტს იმსახურებდნენ:

„რა დაგვაკლდა? გოლი... ეს ყველაზე მარტივი პასუხია. გოლის გასატანად გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასე კარგად იცავს თავს საკუთარ საჯარიმოში და მის გარეთ, ბარიერის გადალახვის რამდენიმე გზა არსებობს. ვფიქრობ, წელს ლიგაში ყველაზე მეტი ბურთის ფლობა გვაქვს, მაგრამ ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საკმარის შანსებს ვერ ქმნი.

ეკიტიკეზე პენალტი იყო? არა, რადგან ის ფეხზე იდგა. დაცემის შემთხვევაში, ალბათ პენალტი იქნებოდა. მაგრამ მესმის, რატომ არ წაიქცა, რადგან ამ სეზონში, როცა საჯარიმოში დარღვევა იყო, პენალტი არ დაგვიდეს. ამიტომ, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენი ფეხბურთელები ფიქრობენ: „მაშინ ვეცადოთ ფეხზე დავრჩეთ“. ბოლოს კიეზას წინააღმდეგაც იყო პენალტი. თუმცა, მიმდინარე სეზონში არაერთხელ ჩვენს წინააღმდეგ პენალტი დაინიშნა, სადაც თითქმის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა: „ბრენტფორდთან“ სტუმრად, „კრისტალ პალასთან“ სუპერთასზე, შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო იმ მსუბუქ პენალტებზე, რომლებიც ამ სეზონში მივიღეთ”, - თქვა სლოტმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.094419