ფეხბურთი

23:51 | 2.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" ფეხბურთელი შვეიცარიაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავდა

ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი ტაჰირის დოს სანტოსი შვეიცარიის ქალაქ კრანს-მონტანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.

მძიმე დამწვრობით 19 წლის ფეხბურთელი ვერტმფრენით გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად მკურნალობას გადის. ფრანგული კლუბი ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ცნობებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

შვეიცარიაში მომხდარი ხანძრის შედეგად ამ დროისთვის 40-მდე ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდაა.

ტაჰირის დოს სანტოსი „მეცის“ მეორე გუნდში თამაშობს და მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095511