იტალიის სერია A-ში 2026 წელს პირველი მატჩი სარდინიაზე გაიმართა, სადაც „მილანი“ „კალიარის“ ესტუმრა და გაიმარჯვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია, რაც რაფაელ ლეაოს დამსახურებაა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა ერთადერთი გოლი და ყველაფერი გადაწყვიტა - 1:0.
„მილანი“ კარგ ფორმაშია, სერია A-ში 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, მხოლოდ პირველ ტურში დამარცხდა, ქულებსაც იშვიათად კარგავს. შედეგად, 38 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 8 იანვარს, შინ „ჯენოასთან“ გამართავს.





