NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 114:121 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი გუნდს 5 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასით, 2 ჩაჭრით და 2 დაფარებით დაეხმარა. ბითაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ორლანდოში“ საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 31 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით, ხოლო „ჩიკაგოს“ 21 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით მატას ბუზელისმა ულიდერა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებით და 16 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 იანვარს, „ინდიანა პეისერსთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.







