ფეხბურთი

15:57 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "ალ-ნასრის" პირველი წაგება სეზონში

საუდი პრო ლიგის მე-12 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველად წააგო.

„ალ-ნასრს“ 10 ტურში 10 მოგება ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. რონალდუ და კომპანია სტუმრად „ალ-აჰლისთან“ 2:3 დამარცხდა.

საწყის 20 წუთში „ალ-აჰლი“ ივან ტოუნის დუბლით დაწინაურდა, რასაც პირველივე ტაიმში სტუმრებმა აბდულელა ალ ამრის დუბლით უპასუხეს. ყველაფერი მეორე ტაიმის სტარტზე მერიჰ დემირალის გოლმა გადაწყვიტა. მატჩის გმირი ტოუნი იყო, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა.

რონალდუმ ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა და 13 გოლით ბომბარდირთა დავას თანაგუნდელ ჟოაო ფელიქსთან ერთად ლიდერობს.

„ალ-ნასრი“ 31 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ „ალ-ჰილალს“ მისი გადასწრება შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.208907