ფეხბურთი

16:58 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "სიტიში" მარესკას შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ჩელსიდან“ ენცო მარესკას გათავისუფლებაზე ისაუბრა.

როგორც ამბობენ, „ჩელსიმ“ მარესკა „მანჩესტერ სიტისთან“ ფარული მოლაპარაკებების გამო გაუშვა, იტალიელს „სიტი“ პეპ გვარდიოლას შემცვლელად განიხილავს.

მარესკა „ჩელსიში“ მუშაობდა, გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში, შესაბამისად, ისინი ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ.

„წარმოდგენა არ მაქვს მარესკა „სიტისთან“ მოლაპარაკებებს თუ აწარმოებს. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ. ჩემი აზრით, „ჩელსიმ“ საოცარი მწვრთნელი და წარმოუდგენელი ადამიანი დაკარგა. თუმცა, ეს „ჩელსის“ გადაწყვეტილებაა, ამიტომ ვერაფერს დავამატებ. „მანჩესტერ სიტიში“ ჩემი ხელფასი ძალიან მაღალია, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს. ბოდიშს გიხდით, სხვა ვერაფერს ვიტყვი“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.170039