ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა პსჟ-ს წლის პირველი მატჩი გამოტოვოს. ქართველ ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებს.
ფრანგული მედიის ცნობით, მან გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და მხოლოდ დარბაზში ინდივიდუალური მომზადებით შემოიფარგლა, რადგან გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა. ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა, 4 იანვარს, „პარიზის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი 14 შეხვედრაში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „პარიზის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.





