შოტლანდიის პრემიერშიფის მეოცე ტურში „რეინჯერსმა“ „სელტიკ პარკზე“ „სელტიკი“ დაამარცხა და წელი იდეალურად დაიწყო.
გლაზგოური დერბი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია და „რეინჯერსისთვის“ ეს სამი ქულა მენტალურად მაინც უმნიშვნელოვანესია.
„სელტიკი“ „ოლდ ფირმში“ სწრაფად დაწინაურდა იან ჰიუნ-ჯუნის გოლით და ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე ნახევრში ჩერმიტიმ დუბლით უპასუხა, ხოლო მაიკ მურიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „რიენჯერებმა“ 3:1 გაიმარჯვეს.
„სელტიკი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 38 ქულით მეორე ადგილზეა, „ჰართსი“ ამ ტურში თუ მოიგებს, უპირატესობას 5 ქულამდე გაზრდის. თავის მხრივ, „რეინჯერსმა“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა და 38 ქულით მესამე პოზიციაზეა.







