ფეხბურთი

20:06 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის გუნდში სალაჰი არ შეიყვანეს

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაცხადა.

მეკარე: მოჰამედ ელ შენავი (ეგვიპტე).

მცველები: ალი აბდი (ტუნისი), აქსელ ტუანზებე (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ედმონდ ტაპსობა (ბურკინა ფასო), ნუსერ მაზრაუი (მაროკო).

ნახევარმცველები: კარლოს ბალება (კამერუნი), ადემოლა ლუკმანი (ნიგერია), ბრაჰიმ დიასი (მაროკო).

თავდამსხმელები: სადიო მანე (სენეგალი), ამად დიალო (კოტ-დ’ივუარი), რიად მაჰრეზი (ალჟირი).

მწვრთნელი: ერიკ შელი (ნიგერია).

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ გარემარბი მოჰამედ სალაჰი საბოლოო სიაში ვერ მოხვდა, არადა აფრიკის ერთა თასის ორ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა.

მერვედფინალში ეროვნული ნაკრებები გავიდნენ: მაროკო, მალი, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია, ტუნისი, სენეგალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი, ბურკინა ფასო, კოტ-დ’ივუარი, კამერუნი, ბენინი, სუდანი, მოზამბიკი და ტანზანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097485