ფეხბურთი

20:53 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე, სავარაუდოდ, ესპანეთის სუპერთასის ფარგლებში მადრიდულ დერბის გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე, სავარაუდოდ, გამოტოვებს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩს თანაქალაქელი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. მატჩი 8 იანვარს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გაიმართება.

„მბაპე, სავარაუდოდ, ესპანეთის სუპერთასის მატჩზე გაემგზავრება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ნახევარფინალში ითამაშოს“, - იუწყება El Chiringuito TV სოციალურ მედიაში.

სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ დაუპირისპირდებიან. ფინალი 11 იანვარს გაიმართება.

მბაპე „რეალში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. დღემდე, მან მადრიდული გუნდის შემადგენლობაში 83 მატჩში 73 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.178157