ფეხბურთი

21:10 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ვულვერჰემპტონმა“ პრემიერლიგაში სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა

ინგლისის პრემიერლიგის 20-ე ტურში „ვულვერჰემპტონმა“ და „ვესტ ჰემს“ უმსპინძლა და 3:0 გაანაგდურა.

მასპინძელი გუნდის რიგებში გოლები ჯონ არიასმა, ჰვანგ ჰი-ჩანმა (პენალტი) და მატეუს მანემ გაიტანეს. ეს „ვულვზის“ პირველი გამარჯვებაა პრემიერლიგის წლევანხდელ სეზონში.

თუმცა „მგლები“ ცხრილში კვლავაც ბოლო, მე-20 ადგილზე არიან, 20 მატჩიდან ექვსი ქულით. „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ 14 ქულით მე-18-ზე. ლიდერი კი 45-ქულიანი „არსენალია.“

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 3 იანვარი: ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 3:1, ბრაიტონი - ბარნლი 2:0, ვულვერჰემპტონი - ვესტ ჰემი 3:0, ბორნმუთი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.096947