„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ემოციურად ისაუბრა ბირმინგემელების „ნოტინგემ ფორესტთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში 3:1 გამარჯვების შემდეგ.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ, „ვილა პარკზე,“ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, ისინი დაგვეხმარნენ, მათი ენერგია წარმოუდგენელია. ამაყობენ ყველაფრით, რასაც ვაკეთებთ და იმით, თუ როგორ ვებრძვით მოწინააღმდეგეებს. ვცდილობთ ჩვენი ენერგიის გადაცემას და მათთან დაკავშირებას. მათი რეაქცია ამ ენერგიაზე ფანტასტიკურია და ჩვენც იგივე ატმოსფერო უნდა შევქმნათ.
ეს არის წარმატების გასაღები. „ასე ვთამაშობთ აქ, რადგან ყველანი ერთად ვართ. და ის, თუ როგორ მოვიპოვეთ სამი ქულა დღეს, ნამდვილად ფანტასტიკურია. ლონდონში „არსენალთან“ მარცხის შემდეგ, ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, ცხრილში კი ჩვენი პოზიცია ჩინებული“, - განუცხადა ემერიმ „ასტონ ვილას“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, „ასტონ ვილა“ 42 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა.





