ფეხბურთი

22:03 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი 2026 წლის პირველ მატჩში

გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელი შესანიშნავად დაიწყო - გოლით და საგოლე პასით.

ლა ლიგის მე-18 ტურში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფორვარდმა დიდი წვლილი შეიტანა. მიქაუტაძის პასით მეშვიდე წუთზე ანგარიში ალბერტო მოლეირომ გახსნა, ხოლო 6 წუთში გიორგიმ თავად დალაშქრა მეტოქის კარი და სხვაობა გააორმაგა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 20 მატჩი, 6 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „ალავესს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.171674