ფეხბურთი

22:14 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი სუდანთან გამარჯვების შემდეგ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გავიდა

სენეგალსა და სუდანს შორის აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური მატჩი დასრულდა. გუნდებმა მაროკოს ქალაქ ტანჟერში, „სტად იბნ ბატუტაზე“ ითამაშეს. სენეგალმა 3:1 მოიგო და ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა.

სუდანელმა ნახევარმცველმა ამირ აბდალამ ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა. თუმცა სენეგალელმა შუახაზელმა პაპე გუეიმ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და თავისიანები დააწინაურა. 77-ე წუთზე სენეგალელმა თავდამსხმელმა იბრაჰიმ მბაიმ ანგარიში 3:1 გახადა.

2025 წლის აფრიკის ერთა თასი მაროკოში იმართება. შეჯიბრში ოცდაოთხი ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა, რომლებიც ექვს ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ტურნირი 18 იანვრამდე გაგრძელდება. აფრიკის ერთა თასის მოქმედი ჩემპიონი კოტ-დ’ივუარია, რომელმაც 2023 წლის ტურნირის ფინალში ნიგერია 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093371