ფეხბურთი

23:04 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსმა“ „ლეჩეს“ ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსსა“ და „ლეჩეს“ შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

45+2 წუთზე ლამეკ ბანდამ გახსნა ანგარიში და სტუმრები წინ გაიყვანა. 50-ე წუთზე ვესტონ მაკკენიმ გაათანაბრა. ჯონათან დევიდს შეეძლო ტურინელთა დაწინაურება 66-ე წუთზე, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „იუვენტუსი“ იტალიის უმაღლეს დივიზიონში 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ლეჩე“ 17 ქულით მე-16-ზე.

იტალია. სერია A. მე-18 ტური. 3 იანვარი: კომო -უდინეზე 1:0, ჯენოა - პიზა 1:1, სასუოლო - პარმა 1:1, იუვენტუსი - ლეჩე 1:1, ატალანტა - რომა მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16437