ფეხბურთი

23:42 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაისის დუბლით „არსენალმა“ „ბორნმუთი“ პრემიერლიგის მე-20 ტურში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში „ბორნმუთმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ევანილსონმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და „ალუბლები“ ​​დაწინაურდნენ. გაბრიელ მაგალიაეშმა მე-16 წუთზე გაათანაბრა. დეკლან რაისის ჯერი დადგა, რომელმაც 54-ე და 71-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ელი კრუპიმ სხვაობა 76-ე წუთზე შეამცირა.

ამ თამაშის შემდეგ, „ბორნმუთი“ პრემიერლიგის ცხრილში 23 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო მიმდინარე სეზონს 48 ქულით „არსენალი“ ლიდერობს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 3 იანვარი: ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 3:1, ბრაიტონი - ბარნლი 2:0, ვულვერჰემპტონი - ვესტ ჰემი 3:0, ბორნმუთი - არსენალი 2:3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092508