ფეხბურთი

10:25 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვილიარეალში" მიქაუტაძის საუკეთესო თამაში"

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა, რომელშიც გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

ესპანური მედია ქართველი ფეხბურთელის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

AS: „მიქაუტაძის საუკეთესო მატჩი, ერთი საგოლე პასით და ერთი გოლით. მან ბევრი შანსი შექმნა კარისკენ ზურგით თამაშისას“.

Eldesmaruqe (8 ქულა): „მან პირველი გოლის მომენტში პასი მოლეიროს გაუკეთა, ხოლო მეორე გოლი მალევე თვითონ გაიტანა. ამის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველი გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარესთან პირისპირ აშკარა შანსი ვერ გამოიყენა და 75-ე წუთზე შეცვალეს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 20 მატჩი, 6 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „ალავესს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163123