ფეხბურთი

12:15 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "თუ ასე ვითამაშებთ, ხშირად შედეგი განსხვავებული იქნება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლეჩესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.

ტურინელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ჯერ ანდრეა კამბიაზოს შეცდომის გამო გოლი გაუშვეს, ხოლო 1:1-ზე ჯონათან დევიდმა პენალტიც ვერ გაიტანა და „იუვემ“ მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

„ჩემი აზრით, პენალტი თქვენ უნდა დაგერტყათ (ჟურნალისტებს მიმართავს - რედ). დევიდი პენალტისტია, ძალიან კარგად ასრულებს, ეს სწორი არჩევანი იყო, პენალტი კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთის ტრაექტორიას სიმაღლე ვერ მისცა. ლოკატელიც პენალტისტია, ილდიზიც, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ დევიდისთვის დაეთმოთ. თქვენ გინდათ, რომ პენალტის გაცუდების გამო შედეგი დევიდს დავაბრალოთ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ვეცდებით, მომდევნო მატჩები მოვიგოთ, მე დევიდს მხარს ვუჭერ, მან პენალტის დარტყით ძლიერი ხასიათი აჩვენა.

თუ ასე ვითამაშებთ, ხშირად განსხვავებული შედეგი იქნება და მეტ ქულას მოვიპოვებთ. მაკკენი ცრუ 9-იანის პოზიციაზე? მეგონა, 4-2-3-1 სქემით კმაყოფილი იქნებოდთ, მაგრამ ვხედავ, რომ პრესკონფერენციაზე ყველა მოწყენილია. მაკკენი შეტევაში შესანიშნავად ერთვება.

დევიდი და კამბიაზო დიდი წნეხის ქვეშ არიან? ნებისმიერი ადამიანი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდა სავსე სტადიონისა და უამრავი შეურაცხყოფის შემთხვევაში. არ ვართ უძლიერესი გუნდი, შეგვიძლია გავძლიერდეთ, თუ მენტალურად მომდევნო საფეხურზე ავალთ, ეს ქმნის განსხვავებას“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 33 ქულით „რომასთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088579