ნიკოლოზ ჩიქოვანი „უოტოფრდში“ დაბრუნდა. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიცილუარად დაადასტურა.
18 წლის გარემარბი „უოტოფრდმა“ „დინამო თბილისიდან“ გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ მაშინვე ბელგიურ „შარლერუაში“ გაანათხოვრა, რომლის მთავარ გუნდში ბელგიის იუპილერ ლიგაში ერთადერთი მატჩი ჩაატარა და ერთი წუთი იყო მოედანზე... მან 5-ჯერ მეორე გუნდში ითამაშა.
„ჩიქოვანი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშეა, რომლის იჯარის შემდეგ ჩვენთან დაბრუნება ძალიან გვიხარია. ჩვენ კარგი ისტორია გვაქვს ახალგაზრდა, შემტევ მოთამაშეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ რამეს ისწავლის ჩვენთან. როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, მოთმინება გვმართებს, მას კარგი თვისებები აქვს. ძალიან კმაყოფილები ვართ მისი განვითარებით და აღფრთოვანებულები ვართ, რომ ის ჩვენთანაა“, - თქვა სპორტულმა დირექტორმა ვალონ ბეჰრამიმ.
სავარაუდოდ, ჩიქოვანი ამ ეტაპზე „უოტფორდის“ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.





