„ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-18 ტურში დერბიში „ესპანიოლი“ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა.
თუმცა, „ბარსა“ დერბის ვერ მოიგებდა, რომ არა ჟოან გარსია, რომელმაც 0:0-ზე თავისი გუნდი არაერთხელ დიდებული სეივით იხსნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა. ესპანელმა მეკარემ მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკისგან ქებაც დაიმსახურა:
„მადლობა უნდა გადავუხადოთ, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დავიმატეთ. ჟოან გარსიამ წარმოუდგენლად ითამშა, ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ჟოან გარსია „ბარსელონამ“ გასულ ზაფხულს სწორედ „ესპანიოლიდან“ დაიმატა.





