ფეხბურთი

17:32 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" რომიდან სამი ქულა წაიღო

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ რომის „ლაციოს“ ესტუმრა, რომელიც ადვილად დაამარცხა და 2026 წელი გამარჯვებით დაიწყო.

ანტონიო კონტეს გუნდს არ გასჭირვებია „ლაციოსთან“ მოგება, რომელიც კრიზისშია. პირველივე ტაიმში ყველაფერი გაირკვა, რადგან ლეონარდო სპინაცოლამ და ამირ რაჰმანიმ სტუმრებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. მეორე ნახევარში ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა, მხოლოდ ფეხბურთელების რაოდენობა შეიცვალა, რადგან „ლაციოს“ ორი და „ნაპოლის“ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს.

„ნაპოლი“ 37 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვერონას“ შეხვდება, ხოლო „ლაციოს“ 24 ქულა გააჩნია და მეცხრე პოზიციას იკავებს.

„ლაციო“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 სპინაცოლა (13), 0:2 რაჰმანი (32)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.166893