კალათბურთი

17:50 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ელ კლასიკოში"

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ელ კლასიკოში“ სტუმრად მადრიდის „რეალი“ 105:100 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თორნიკე შენგელიამ 19 წუთი ითამასა, თავის გუნდს კი 8 ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„რეალში საუკეთესო მარიო ჰეციონა იყო 27 ქულით, ხოლო „ბარსელონას“ 19 ქულით და 9 პასით ნიკოლას ლაპროვიტოლამ ულიდერა.

„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში 10 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 იანვარს, „გრანადას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089275