„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, როემლმაც ჩემპიონშიფის 26-ე ტურში „ჰალ სიტისთან“ თამაში გამოტოვა.
ესპანელმა სპეციალისტმა განმარტა ჩაკვეს უთამაშებლობის მიზეზი, აღნიშნა, რომ გარისკვა საჭირო არ იყო:
„გიორგი კარგად არის. ის თითქმის 8 თვე ვერ თამაშობდა და დაბრუნების შემდეგ 12 დღეში ოთხჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. ამიტომ, მასზე ზრუნვაა საჭირო. არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველა ჩვენს ფეხბურთელზე. არ არის საჭირო რომელიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით რისკზე წასვლა ერთი მატჩისთვის, როცა წინ კიდევ 20 თამაშია დარჩენილი და როცა ღრმა შემადგენლობა გყავს. ყველა ჩემს ფეხბურთელს ვენდობი და ყველა დაგვჭირდება“, - თქვა გრასიამ.
აღსანიშნავია, რომ "ჰალ სიტისა" და "უოტფორდის" მატჩი არ შედგა, რადგან მოედნის მიღმა ტერიტორია ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო არ იყო. უცნობია, როდის გაიმართება ეს თამაში, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ღირსება 9 მატჩში დაიცვა და 1 საგოლე პასით გამოირჩა, რომლითაც თავი 1 იანვარს, „ბირმინგემ სიტისთან“ გამოიჩინა.





