ფეხბურთი

19:00 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" 2026 წელი "ლიდსთან" ქულით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლიდს იუნაიტედს“ ესტუმრა, რომელიც ვერ დაამარცხა.

რუბენ ამორიმის გუნდს უჭირს გამარჯვება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მაინც ბოლომდეა ჩართული. „ელან როუდზე“ „ლიდსი“ 62-ე წუთზე ბრენდენ აარონსონის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სამ წუთში მათეუშ კუნიამ გაათანაბრა. შემდეგ არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„მანჩესტერი“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბანლის“ ესტუმრება, ხოლო „ლიდსის“ აქტივში 22 ქულაა, რითაც მე-16 პოზიციას იკავებს.

„ლიდსი“ – „მანჩესტერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 აარონსონი (62), 1:1 კუნია (65)

0.086956