ფეხბურთი

21:07 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთზე დაკარგული ქულები: "ლივერპულის" ზედიზედ მეორე ფრე
გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე იყო

ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში „ლივერპული“ ლონდონში, „ფულჰემს“ ესტუმრა და წაუგებელი სერია გააგრძელა, მაგრამ ვერც მოიგო.

არნე სლოტის გუნდი 2026 წელს მოგების გარეშეა: ჯერ „ლიდს იუნაიტედს“ შინ უგოლოდ დაუზავდა, ხოლო ამჯერად სტუმრად „ფულჰემს“ გაუყო ქულები.

ლონდონელები მატჩის სტარტზე ჰარი ვილსონის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ფლორიან ვირტცმა უპასუხა. „წითლებს“ დიდი დრო ჰქონდათ გამარჯვების გოლის გასატანად, თითქოს, ბოლოს მიზანს მიაღწიეს კიდეც, რადგან 94-ე წუთზე კოდი გაკპომ „ლივერპული“ დააწინაურა. თუმცა, სლოტის გუნდმა მაინც ვერ მოიგო, რადგან სამ წუთში ჰარისონ რიდმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

გიორგი მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია, რადგან მერსისაიდელების კარს ალისონი იცავდა.

„ლივერპული“ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 იანვარს, „არსენალს“ ესტუმრება. „ფულჰემი“ 28 ქულთ მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

„ფულჰემი“ – „ლივერპული“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვილსონი (17), 1:1 ვირტცი (57), 1:2 გაკპო (90), 2:2 რიდი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087219