მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-18 ტურში სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა, რომელიც 5:1 გაანადგურა.
ჩაბი ალონსოს გუნდი მეოცე წუთზე გონსალო გარსიას გოლით დაწინაურდა, რომელმაც სეზონში პირველად გაიტანა. ახალგაზრდა ესპანელმა მეორე ტაიმის სტარტზე დუბლიც შეასრულა, რასაც მალევე რაულ ასენსიოს გოლი მოჰყვა. სტუმრებმა კუჩო ერნანდესის გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ დროებით.
გონსალო გარსია დუბლით არ დაკმაყოფილდა და 82-ე წუთზე ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. საბოლოო ანგარიში მისმა მოგვარემ, ფრან გარსიამ დააფიქსირა.
„რეალი“ 45 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში „ლევანტეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბეტისი“ 28 ქულით მეექვსეა.





