ფეხბურთი

22:01 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო აფრიკის თასის მეოთხედფინალშია

აფრიკის თასის მერვედფინალში მასპინძელმა მაროკომ ტანზანიის ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ყველაფერი მეორე ტაიმის შუაში, კერძოდ, 64-ე წუთზე ბრაიმ დიასის გოლმა გადაწყვიტა და დარჩენილ დროში ვალიდ რეგრაგის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა. შედეგად, მაროკო მეოთხედფინალშია.

მაროკო მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკას ან კამერუნს შეხვდება, ხოლო ერთი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია: მალი - სენეგალი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095227