ფეხბურთი

22:32 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

2026 წელი წიტაიშვილმა 84 წუთით, "მეცმა" ქულით დაიწყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „ლორიენს“ დაუზავდა.

„მეცი“ 29-ე წუთზე სადიბუ სანეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში გაუშვა და ფრე - 1:1. წიტაიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო აბუაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

გიორგი წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„მეცმა“ წაგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ 12 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 იანვარს, „სტრასბურს“ ესტუმრება.

0.157452