ფეხბურთი

23:50 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "სიტის" ქულები ბოლო წუთზე წაართვა

ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და ორივესთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

„ჩელსის“ მოუგებელი სერია აქვს, უმწვრთნელოდაა, ხოლო „სიტიმ“ 2026 წელს პირველივე მატჩში ქულები დაკარგა (სანდერლენდთან) და ახლა წაფორხილების უფლება არ ჰქონდა.

თუმცა, მიზანს ვერცერთმა მიაღწია - 1:1, რითაც კმაყოფილები წესით, არ უნდა იყვნენ. „სიტი“ იგებდა, რადგან 42-ე წუთზე ანგარიში ტიჯანი რეინდერსმა გახსნა, მაგრამ მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა.

„ჩელსი“ ოთხი მატჩია ვერ იგებს, 31 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და 42 ქულით მეორე პოზიციაზეა, მაგრამ „არსენალთან“ ჩამორჩენა უფრო სოლიდური გახდა - 6 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167109