ფეხბურთი

0:34 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ანორთოსისი" ამ სიტუაციას მიჩვეული არაა, ჩვენთვის უპრეცედენტო ვითარებაა"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლარნაკას „აეკთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მისი გუნდი არ არის მიჩვეული მსგავს მდგომარეობას და თუ ვინმეს უკეთ შეუძლია მუშაობა, მას გუნდიდან წასვლის პრობლემა არ ექნება.

„აეკი“ ძალიან კარგი გუნდია, მათ ჩვენგან განსხვავებული მიზნები აქვთ. ვცდილობთ, გუნდი გავარდნისგან გადავარჩინოთ, რადგან ეს საფრთხე არსებობს. ჩემთვის, რომელმაც ამდენს მივაღწიე, რთულია იმის თქმა, რომ გუნდს სხვა მიზნები აქვს - არა ჩემპიონობა, არამედ გავარდნის თავიდან აცილება. ვიცით ჩვენი ისტორია, ვიცით, რა გავაკეთეთ. უბრალოდ, რთული სეზონია, ამიტომ ყველა გვჭირდება, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. ცუდი შემადგენლობა არ არის, ვცდილობთ. დღეს ისეთი ცუდი არ ვიყავით, რომ ასეთი ანგარიშით წაგვეგო, არ მჯერა, რომ 0:4 წაგებას ვიმსაურებდით. ეს გუნდი ამ პოზიციას არ არის მიჩვეული, ჩვენთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. აქ ვერ ვიჯდებით და ვერ ვიტირებთ იმაზე, კარგები ვართ თუ არა. თუ სხვას შეუძლია უკეთ იმუშაოს, პრობლემა არ მექნება“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 14 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095032