ფეხბურთი

0:55 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნის ნაკრები აფრიკის თასის მეოთხედფინალშია

აფრიკის თასის მერვედფინალში კამერუნის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

„ლომებმა“ „ბაფანა ბაფანას“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. ანგარიში ჟუნიორ ჩამადეუმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე კრისტიან კოფანემ სხვაობა გაზარდა. სამხრეთ აფრიკამ ბოლოსკენ გაიბრძოლა, ევიდენსე მაკგოპამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა.

მეოთხედფინალში კამერუნის ნაკრები მასპინძელ მაროკოს შეხვდება. გარდა ამისა, ცნობილია კიდევ ერთი წყვილი: მალი - სენეგალი, ხოლო დანარჩენი ოთხი მერვედფინალური მატჩეი 5-6 იანვარს გაიმართება.

0.093097