ფეხბურთი

1:41 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ კვარაცხელიას გარეშე წლის პირველი მატჩი პარიზულ დერბიში მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში პარიზული დერბი შედგა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარიზი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა. უთამაშებლობის მიზეზი მცირე დაზიანებაა, რის გამოც კვარა ბოლო დღეებში ვერ ვარჯიშობდა და ლუის ენრიკემაც არ გარისკა.

პსჟ-მ მის გარეშეც მოიგო: 45-ე წუთზე ანგარიში დეზირე დუემ გახსნა, რასაც სტუმრებმა მეორე ტაიმის სტარტზე ვილემ გებელსის პენალტით უპასუხეს. თუმცა, საყაიმო ანგარიში მხოლოდ ორი წუთი შენარჩუნდა, რადგან უსმან დემბელემ პსჟ ხელმეორედ დააწინაურა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი პარიზული დერბი 1978 წლის შემდეგ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი 14 შეხვედრაში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-იში პირველი წრის დასრულების შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა და „ლანსს“ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 16 იანვარს, „ლილს“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე პსჟ-ს და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი აქვთ, რადგან 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასთვის „მარსელს“ გაეჯიბრებიან, ხოლო 12 იანვარს, საფრანგეთის თასზე ითამაშებენ, სწორედ "პარიზის" წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.175704