ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში „კადისი“ სტუმრად „დეპორტივოს“ დაუზავდა, რაც იური ტაბატაძის დამსახურებაა, რომელმაც გოლი გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს 12 ოქტომბრიდან უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც 2026 წლის პირველივე შეხვედრაში შეწყვიტა. ის მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა, 15 წუთში კი საჯარიმოს მისადგომებიდან დიდებულად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. „რიასორზე“ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ტაბატაძეს 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის თასზე ორ თამაშში ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„კადისი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, „ხიხონს“ შინ დაუპირისპირდება.





