კალათბურთი

3:04 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 16 წუთი და "ორლანდოს" გამარჯვება "ინდიანასთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ინდიანას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 135:127 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ „მეჯიქმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 19 ქულის სხვაობით, 41:22 მოიგო.

გოგა ბითაძემ 16 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა.

„ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა 28 ქულით და 12 მოხსნით, ენტონი ბლექს 27 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ხოლო დესმონდ ბენის 31 ქულა. „ინდიანაში“ პასკალ სიაკამი 34 ქულით და აარონ ნესმითი 25 ქულით გამოირჩნენ.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 გამარჯვებით და 16 მარცხით მეექვსე პოზიციაზეა, 7 იანვარს კი „ვაშინგტონს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166057