ფეხბურთი

11:40 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

AS: "ეს არის ტაბატაძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და ის გააკეთა, რაც საუკეთესოდ გამოსდის"

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „კადისის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ლამაზი გოლი გაუტანა, რითაც თავის გუნდს ქულა მოუტანა (2:2).

ქართველი თამაშში 1:2-ზე ჩაერთო, 70-ე წუთზე და 15 წუთში შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ტაბატაძის თამაშს გალისიელთა წინააღმდეგ ასე გამოეხმაურა:

„ისევ ტაბატაძე. მან ის გააკეთა, რაც საუკეთესოდ გამოსდის: ბურთი მიღება, კომფორტული კონტროლი და დარტყმა. ტაბატაძემ ანგარიში 2:2 გახადა, რითაც „კადისს“ ქულა მოუტანა. ეს არის ის ტაბატაძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ტაბატაძეს 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის თასზე ორ თამაშში ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „კადისი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, „ხიხონს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.172006