ფეხბურთი

12:28 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლენარტ კარლი: "ბაიერნი" დიდი კლუბია, მაგრამ ჩემი ოცნება..."

მიუნხენის "ბაიერნის" 17 წლის ფეხბურთელმა ლენარტ კარლმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა საინტერესო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კლუბი სადაც თამაშს ოცნებობს მადრიდის "რეალია"

"ბაიერნი" ძალიან ძალიან დიდი კლუბია და აქ თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია. (ოღონდ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს, იცინის) "რეალი" ყოველთვის იყო ჩემი ოცნების კლუბი. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" განსაკუთრებულია და აქ თამაშით ბედნიერი ვარ", - განაცხადა კარლიმ.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ლენარტ კრალი "ბაიერნის" ძირითად გუნდში 2025 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ 22 ჩატარებულ მატჩში, თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კარლის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 60 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169675