"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ლაციოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:0) ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მას ზამთრის სატრანსფერო სიახლეებზე ჰკითხეს. იტალიელმა სპეციალისტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც გაიხსენა.
"ზამთრის სატრანსფერო პერიოდი? ამაზე საუბარს არ ვაპირებ. გასულ წელს ვთქვი, რომ ზედმეტად არ უნდა ჩავრეულიყავი და შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გაყიდეს. არ ვიცი მგონი უიღბლობა მომაქვს.
ყველასთვის ნათელია, თუ რა ჭირდება გუნდს, მაგრამ ამ საკითხს იმან უნდა მიხედოს ვისი საქმეცაა. მე ე უნდა ვიყო მწვრთნელი და ვაკეთო ჩემი საქმე, ვიცი, რომ ჩემგან მოლოდინები ყოველთვის ძალიან მაღალია, მაგრამ ვეცდებით, ბიჭებთან ერთად საუკეთესო გავაკეთოთ", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 17 ტურის შემდეგ 37 ქულას აგროვებს და სერია A-ში მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი „ვერონას" შეხვდება.





