40 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუბენ ამორიმი "მანჩესტერ იუნაიტედის" მტავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
პორტუგალიელი სპეციალისტი "მანჩესტერში" 2024 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ის დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს.
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე "მანჩესტერს" დროებით დარენ ფლეთჩერი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ "მანჩესტერს" 31 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის გათამაშებაში მე-6 ადგილს იკავებს.





