ფეხბურთი

16:55 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო გარსია: "ემოციებს საზღვარი არ აქვს, ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა"

მადრიდის "რეალის" ესპანელმა ფეხბურთელმა გონსალო გარსიამ "ბეტისთან" მოგებული (5:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გარსიამ მეტოქის კარი სამჯერ აიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დამსახურებულად დაისაკუთრა.

"ემოციებს საზღვარი არ აქვს, სიტყვებით იმის გადმოცემა ძალიან რთულია თუ რა განვიცადე, როდესაც "ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამომდგარი ტაშს მიკრავდა. ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა და სამუდამოდ მემახსოვრება.

ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა გოლი ეფექტური იყო, ყველამ გოლმა შექმნა ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში დავაფიქსირეთ. დღეს გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და თითოეულმა ჩვენგანმა ის სულისკვეთება და ერთიანობა ვაჩვენეთ რაც საჭიროა.

ეს "რეალია" მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, სადაც უდიდესი კონკურენციაა და როდესაც თამაშის შანსი გეძლევა, ყოველი წუთი უნდა გამოიყენო. რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ გონსალო გარსია "კასტილიას" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2025 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093798