34 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში იმყოფებ, სადაც მონაწილეობას კანბერას ჩელენჯერში იღებს. ქართველმა ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
გორგოძემ ჯერ ფრანგი სელენა იანიჩევიჩი დაამარცხა ორ სეტში (6:3, 6:3), ხოლო კვალიფიკაციის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კოვერმანსს აჯობა სამ სეტში (7:5, 4:6, 6:3) და ძირითად ბადეში გავიდა.
ტურნირის ძირითად ბადეში გორგოძის პირველი მეტოქე ამერიკელი ელვინა კალიევა იქნება, რომელიც ATP-ი რეიტინგში 203-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული დაპირისპირება 6 იანვარს გაიმართება.







