"მილანი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მანჩესტერ "სიტის" ნიდერლანდელი ფეხბურთელის ნათან აკეს დამატებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აკე "მილანის" რადარზე უკვე მეორე წელია რაც არის, თუმცა სიტუაცია ახლა განსხვავებულია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და შესაძლოა ამ გარემოებამ ყველაფერი შეცვალოს. გამოცემა ვარაუდობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მოახლოებასთან ერთად უფრო დაიძაბება.
ცნობისთვის, აკე "სიტის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.





