საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ლა როშელმა" საკუთარ მოედანზე "ტულონე" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 66:0 გაანადგურა.
მასპინძელთა რიგებში მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო დავით ნინიაშვილმა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ, ქართველმა მატჩის 42-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და სეზონში მეექვსე ლელო გაიტანა. მატჩის შემდეგ ნინიაშვილის თამაში გამოარჩია ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა rugbyscope-მა და ქართველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
"ლა როშელის" ღირსებას დავით ნინიაშვილის გარდა, ალექსანდრე ქუნთელია და ნიკა სუთიძე იცავენ, ხოლო "ტულონეს" ღირსებას ბექა გიგაშვილი, ნიკოლოზ ნარმანია და გიორგი ჯავახია იცავენ.
შეგახსენებთ, რომ "ლა როშელი" 14 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო "ტულონე" 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.







