ლონდონის „ვესტ ჰემმა“ რომის „ლაციოდან“ არგენტინელი ფორვარდი ტატი კასტელანოსი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ჩაქუჩებმა“ იტალიურ კლუბს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ტატი კასტელანოსი „ლაციოში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 98 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ნიუ იორკ სიტის“ და ესპანური „ჟირონას“ ღირსებას იცავდა.





