ფეხბურთი

19:05 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ფედერიკო კიეზას დაბრუნებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ლივერპულის“ გარემარბი ფედერიკო კიეზა დაიმატოს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, მაგრამ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. ჯერ უცნობია, სხვა დეტალები. თუმცა, ცნობილია, რომ კიეზას არნე სლოტი არ ენდობა, მას ინგლისში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ხოლო „იუვენტუსს“ ზამთარში ერთი გარემარბის დამატება სურს.

28 წლის კიეზას კარგად იცნობს ლუჩანო სპალეტი და ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, კიეზაც „იუვეს“ გარემოს იდეალურად იცნობს და ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება, რაც მას მიმზიდველ კანდიდატად აქცევს. გადაწყვეტილება „ლივერპულმა“ და ფეხბურთელმა უნდა მიიღონ.

ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020-2024 წლებში თამაშობდა და 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ხოლო 28-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ტურინული გრანდიდან ის „ლივერპულს“ 13 მილიონ ევროდ შეუერთდა, სადაც დღემდე 34 თამაშში 4 გოლი გაიტანა. კარიერის სტარტზე კიეზა „ფიორენტინაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167929