ფეხბურთი

20:16 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "იუვეს" მსაჯები არ მოუსყიდია და სერია B-ში გააგდეს, ნეგრეირას საქმეზე კი არაფერი მომხდარა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ VAR-ზე მსაჯების გარდა, ყოფილი ფეხბურთელებიც უნდა მუშაობდნენ, რადგან ისინი თამაშის კონცეფციას უკეთ იცნობენ.

გარდა ამისა, კაპელომ დაიცვა „იუვენტუსი“, რომელიც 2006 წელს სერია B-ში დააქვეითეს.

„იუვენტუსში“ და „რეალში“ მუშაობისას ჩვენ ყველას წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. კალჩოპოლი? „იუვენტუსს“ მსაჯები არ მოუსყიდია და მაინც სერია B-ში გააგდეს, ესპანეთში ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით კი არაფერი მომხდარა.

VAR? მსაჯები მაფიაა. მათ არ სურთ VAR-ზე ყოფილ ფეხბურთელებზე დაყრდნობა, ადამიანებზე, რომლებმაც იციან ფეხბურთის მოძრაობები, ფეხბურთელების ჟესტები. ისინი ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რადგან არ უთამაშიათ“, - თქვა კაპელომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.08754