„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რუბენ ამორიმი დაითხოვეს, შესაბამისად, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მის შესაძლო მემკვიდრეებზე.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ამჟამად „მანკუნიანელთა“ სიაში სამი მწვრთნელია - ოლივერ გლაზნერი, გარეთ საუთგეიტი და ენცო მარესკა. საუთგეიტი და მარესკა ამჟამად უმუშევარი არიან, ხოლო გლაზნერი „კრისტალ პალასშია“, რომელსაც სეზონის ბოლოს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერში მწვრთნელის დანიშვნას ზაფხულში აპირებენ, სეზონის დასრულების შემდეგ. მანამდე, გუნდს როგორც ჩანს, დარენ ფლეტჩერი უხელმძღვანელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუბენ ამორიმის გათავისუფლება დღეს დაადასტურა. პორტუგალიელმა გუნდში წელიწადზე ოდნავ მეტ ხანს იმუშავა. „წითელ ეშმაკებს“ პრემიერლიგაში 20 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ, მაგრამ ოთხეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.





