რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი მატეო გენდუზი სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ნიკოლო სკირას ცნობით, გენდუზი თურქებს 2030 წლამდე კონტრაქტზე მოურიგდა, სეზონში 4 მილიონი ევროს ხელფასის ოდენობით. თუმცა, კლუბებს შორის ჯერ შეთანხმება არ არსებობს. „ფენერბაჰჩესა“ და „ლაციოს“ შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
26 წლის მატეო გენდუზი 2023 წლიდან თამაშობს „ლაციოში“, რომლის მაისურით 109 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მარსელის“, „ჰერტას“, „არსენალის“ და „ლორიანის“ ღირსებას იცავდა.





