ფეხბურთი

22:55 | 5.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტემ ბენინს დამატებით დროში აჯობა და მეოთხედფინალშია

აფრიკის თასის მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებმა ბენინი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

უგოლო ტაიმის შემდეგ ეგვიპტე 69-ე წუთზე მარვან ატიას გოლით დაწინაურდა. თუმცა, ბენინმა 83-ე წუთზე იოდელ დოსუს გოლით გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ეგვიპტემ აჯობა მეტოქეს და ორი უპასუხო გოლიც გაუტანა: ჯერ იასერ იბრაჰიმმა დალაშქრა ბენინელთა კარი, მოჰამედ სალაჰმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აფრიკის თასზე ორი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია: მალი - სენეგალი და კამერუნი - მაროკო, ხოლო ეგვიპტეს მეტოქე ნიგერია - მოზამბიკის შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158431