ფეხბურთი

0:20 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" იოშკო გვარდიოლი დიდი ხნით გამოაკლდა

„მანჩესტერ სიტის“ მცველი იოშკო გვარდიოლი სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ხორვატმა ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს არ ითამაშებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ მისთვის სეზონი დასრულებული იყოს.

„სიტიმ“ გვარდიოლის მძიმე ტრავმის გამო და რადგან, ჯონ სტოუნსი და რუბენ დიაშიც ტრავმირებულები არიან, „უოტფორდიდან“ მაქს ალეინი დაიბრუნა, რომელიც განათხოვრებული ჰყავდა.

იოშკო გვარდიოლმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163443